Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: საკვებ პროდუქტებზე ფასები რეკორდულად გაიზარდა


გაეროს მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საკვებ პროდუქტებზე გლობალურმა ფასებმა იანვარში რეკორდულ სიძვირეს მიაღწია. მაჩვენებელმა გადააჭარბა 2008 წელს აღრიცხულ ფასებს - როცა ფასების ზრდას რამდენიმე ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს განცხადებით, საკვები პროდუქტების ფასების აღრიცხვას ის 1990 წლიდან ახდენს - და ახლა, ბოლო შვიდი თვის მანძილზე, პროდუქტების ფასმა უპრეცედენტო სიძვირეს მიაღწია. ინდექსი ბურღულის, ზეთის, რძის პროდუქტების, ხორცისა და შაქრის ფასების ყოველთვიურ ცვლილებებს შეისწავლის. მიმდინარე წლის იანვრის მონაცემმა 230.7 პუნქტი შეადგინა - მაშინ, როცა 2008 წლის ივნისში აღრიცხული მონაცემი 224.1 იყო.
XS
SM
MD
LG