Accessibility links

logo-print

მუბარაქმა ”ეი-ბი-სი ნიუსს” მისცა ინტერვიუ


ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქთან ინტერვიუ ჩაწერა ”ეი-ბი-სი ნიუსის” ჟურნალისტმა ქრისტიან ამანპურმა. მუბარაქმა განაცხადა, რომ ”მას მობეზრდა [პრეზიდენტობა] და გადადგომა სურს, თუმცა, ვერ დგამს ამ ნაბიჯს იმის შიშით, რომ ქვეყანას ქაოსი მოიცავს”. მუბარაქმა განაცხადა აგრეთვე, რომ ძალიან წუხს კაიროს ქუჩებში ძალადობის გამო და რომ მას არ სურს ეგვიპტელები ერთმანეთს ებრძოდნენ. მუბარაქი არ თვლის, რომ ეგვიპტეში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა და ბრალს პარტია - ”მუსულმანთა საძმოს” სდებს. ჟურნალისტის შეკითხვაზე - რას ფიქრობს, როცა ხალხი მას ლანძღავს და მის გადადგომას მოითხოვს, მუბარაქმა ასე უპასუხა: ”არ დავეძებ რას ამბობს ჩემზე ხალხი. ახლა მე ქვეყანაზე, ეგვიპტეზე ვფიქრობ”.
XS
SM
MD
LG