Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გილაური აშშ-ის ფინანსთა მინისტრს შეხვდა


ვაშინგტონში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური შეხვდა აშშ-ის ფინანსთა მინისტრს ტიმოტი გეიტნერს. გილაურის განცხადებით, საუბრის თემა იყო ერთობლივი პროექტების განხორციელება და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციიდან მისაღები ფინანსური დახმარების მეორე ნაწილის ათვისება. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, კორპორაციის მიერ გაცემული თანხით საქართველოს მთავრობა აპირებს ამერიკული უნივერსიტეტისა და საავადმყოფოს მშენებლობას და გოდერძის უღელტეხილის გზის რეკონსტრუქციას. ამასთან, ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რა თანხას მიიღებს საქართველო ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციიდან. წინასწარი ინფორმაციით, საუბარია მაქსიმუმ 250 მილიონ დოლარზე.
XS
SM
MD
LG