Accessibility links

logo-print

კაიროში დააპატიმრეს რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების ორი კორესპონდენტი


კაიროში დააპატიმრეს რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების ორი კორესპონდენტი. რობერტ ტეიტი და აბდელილა ნუაიმი - ორივე დიდი ბრიტანეთის მოქალაქე - ცოტა ხნის წინ ჩაფრინდნენ ეგვიპტეში იქ მიმდინარე გამოსვლების გასაშუქებლად. რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლება დღეს თბილისის დროით დაახლოებით 15 საათზე ელაპარაკა ტეიტს, რომელმაც თქვა, რომ უნდა შეწყვიტოს საუბარი, ვინაიდან მათ იჭერენ. რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების ეგვიპტელი კორესპონდენტი კაიროში დაახლოებით ამავე დროს ესაუბრა ნუაიმის, რომელმაც თქვა, რომ ის და ტეიტი დაკავებული არიან, როგორც ჩანს, პოლიციის განყოფილებაში, კაიროს ალ-აჟარის რაიონში. „ჩვენ მოვუწოდებთ ეგვიპტის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ჩვენი კორესპონდენტები და დააბრუნოს მათი აპარატურა,“ ნათქვამია რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების ახალი ამბების განყოფილების დირექტორის, ჯეი ტოლსონის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG