Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ მაკკეინმა ალექსანდრ ლუკაშენკოს "სასტიკი და დაუნდობელი" ტირანი უწოდა


ამერიკის შეერთებული შტატების სენატორმა ჯონ მაკკეინმა მწვავედ გააკრიტიკა ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო და მას უწოდა „ისტორიის ცუდ მხარეს მდგომი სასტიკი და დუნდობელი“ ტირანი. მაკკეინის თქმით, ამჟამად ახლო აღმოსავლეთსა და ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენები კარგი გაკვეთილია ნებისმიერი მთავრობისთვის, რომელიც საკუთარ ხალხს მის უფლებებს ართმევს. რესპუბლიკელი სენატორი დღეს ლიტვაში იმყოფებოდა კონგრესმენთა დელეგაციის შემადგენლობაში. კონგრესმენები ლიტვაში ბელორუს სტუდენტებს შეხვდნენ.
XS
SM
MD
LG