Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში ათიათასობით დემონსტრანტი შეემატა საპროტესტო გამოსვლებს


ეგვიპტეში ათიათასობით დემონსტრანტი შეემატა ეგრეთწოდებულ „წასვლის დღის“ საპროტესტო გამოსვლებს. ისინი მოითხოვენ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის დაუყოვნებლივ გადადგომას. ქაიროში დიდი რაოდენობით ხალხმა მოიყარა თავი ტაჰრირის მოედანზე და მიმდებარე ქუჩებზე. როგორც იტყობინებიან, ათასობის ადამიანი შეიკრიბა ალექსანდრიაში, ასევე ლუქსორში, მანსურაში და მაჰალაში. არაბული ლიგის გენერალური მდივანი ამრ მუსა, რომელიც ეგვიპტელია, ასევე გამოჩნდა ტაჰრირის მოედანზე. როგორც იტყობინებიან, მოედნის რაიონში მუბარაქის მომხრეები და მოწინააღმდეგეები სპორადულად ესროდნენ ერთმანეთს ქვებს. მუბარაქმა თქვა, რომ გადადგომა სურს, მაგრამ შიშობს, რომ მისი გადადგომა ეგვიპტეს ქაოსში მოაქცევს. მანამდე მუბარაქმა განაცხადა, რომ თანამდებობაზე დარჩება სექტემბრამდე, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე.
XS
SM
MD
LG