Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელს პალესტინელთა ეკონომიკის გაძლიერება სურს


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ ის გადადგამს ნაბიჯებს, რათა ხელი შეუწყოს პალესტინელთა რეგიონების ეკონომიკურ ზრდას. ის პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკებისკენ განახლების მოწოდებით გამოვიდა. ნეტანიაჰუმ ამის შესახებ განაცხადა "ახლო აღმოსავლეთის კვარტეტის" დესპან ტონი ბლერთან შეხვედრისას. კვარტეტი ბერლინში შაბათს მოილაპარაკებს. შეხვედრაზე განიხილავენ იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში ისრაელთა ბინების მშენებლობის საკითხს.
XS
SM
MD
LG