Accessibility links

მიუნხენში გაიმართა START-ის ხელშეკრულების ინაუგურაცია


დღეს მიუნხენში გაიმართა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ხელმოწერილი სტრატეგიული განიარაღების ხელშეკრულების ინაუგურაცია. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოფიციალურად გაცვალეს საბოლოოდ რატიფიცირებული დოკუმენტები. ამ ხელშეკრულებით რუსეთი და ამერიკა ვალდღებულებას კისრულობენ, 1500 საბრძოლო ქობინამდე შეამცირონ თავიანთი ბირთვული არსენალები.
XS
SM
MD
LG