Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოსნი მუბარაქი თავის ეკონომიკურ გუნდს შეხვდა


ეგვიპის პრეზიდენი ჰოსნი მუბარაქი თავის ეკონომიკურ გუნდს შეხვდა საპროტესტო გამოსვლების მე-12 დღეს. სააგენტოთა ცნობით, ეგვიპტის პოლიტიკურმა კრიზისმა ქვეყანას დაახლოებით 3,1 მილიარდი დოლარი ზარალი მიაყენა 25 იანვრიდან დღემდე. კაიროში დემონსტრანტები რჩებიან ტაჰრირის მოედანზე, სადაც ვითარება დაწყნარდა. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ საპროტესტო გამოსვლები არ შეწყდება, სანამ მუბარაქი არ დატოვებს თანამდებობას. მათი თქმით, ფართო მასშტაბის საპროტესტო აქციები გაიმართება სამშაბათობით და პარასკევობით.
XS
SM
MD
LG