Accessibility links

კაიროში გაათავისუფლეს რთე/რთ-ის ორი კორესპონდენტი


კაიროში გაათავისუფლეს რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების ორი კორესპონდენტი. ჩვენი რადიოსადგურის ინფორმაციით, ბრიტანეთის მოქალაქეები, რობერტ ტეიტი და აბდელილა ნუაიმი პოლიციის თანხლებით წაიყვანეს აეროპორტში, საიდანაც ისინი სამშობლოში გაფრინდებიან. ჟურნალისტები პარაკევს დააკავეს, როგორც კი ჩავიდნენ კაიროში, რათა ანტისამთავრობო გამოსვლები გაეშუქებინათ. შაბათს დააკავეს და რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ კაიროს ბიუროს ხელმძღვანელი. ტელეარხის საქმიანობა გასულ კვირაში აკრძალა ეგვიპტის ხელისუფლებამ.
XS
SM
MD
LG