Accessibility links

logo-print

სააკაშვილმა დასავლეთს საქართველოს მნიშვნელობა და ოკუპაციის საფრთხე შეახსენა


მოუგვარებელი კონფლიქტები, ოკუპირებულ რაიონების გამალებული შეიარაღება, გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და საქართველოს წვლილი ნატოს ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში, - ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მოხსენების მთავრი შინაარის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელმაც დღეს მუშაობა დაასრულა. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობაზე. „სამხრეთ კავკასია ერთადერთი ალტერნატიული მარშრუტია ცენტრალური აზიის ენერგომატარებლების ევროპისაკენ გადაზიდვისათვის, ძალიან მნიშვნელოვანი მარშრუტია ავღანეთის უსაფრთხოების მხარდაჭერი საერთაოშორისო ძალების მომარაგებისათვის, ეს არის რეგიონი, სადაც ადამიანები ესწრაფვიან ტრანსატლანტურ ინტეგრაციას და ევროპულ ტრანსფორმაციას,“ - აღნიშნა საქართველსო პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფთხოების კონფერენციაზე. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ მიმდინარე უკანონო სამხედრო აქტივობაზე, რაც ხელს უშლის კონფლიქტის სამშვიდობო მოწესრიგებას. „მე დღეს აქ გამოვედი, რათა მარტივი მესიჯი გავიმეორო: პრობლემის ერთადერთი გადაწყვეტა მშვიდობაა და მისი მიღწევის ერთადერთი საშუალება დიალოგი. მაგრამ როგორ პასუხობდა ამ მოწოდებას კონფლქიტის მეორე მხარე? სამწუხაროდ, მცდელობით შეექმნა ისეთი ვითარება და მიეღო ისეთი სტრატეგიული სარგებელი, რომლის მიღებაც 2008 წელს ვერ შეძლო. ისინი არა მხოლოდ ძალის არგამოყენების პირობას არ გვაძლევენ, არამედ ოკუპირებულ რეგიონებში სამხედრო ძალების დაჩქარებული თავშეყრით გვიპასუხეს,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 10 წუთიან გამოსვლაში მიუნხენის უსაფრთოხების საერთაშორისო კონფერენციაზე.
XS
SM
MD
LG