Accessibility links

logo-print

ეგვიპტის ოპოზიცია მოლაპარაკებისთვის მზადაა


ეგვიპტის უდიდესმა ოპოზიციურმა ჯგუფმა „მუსლიმთა საძმომ“ განაცხადა, რომ მზად არის დაიწყოს მოლაპარაკებები ეგვიპტის მთავრობასთან, რათთა მოიძებნოს კრიზისიდან გამოსვლის გზები. ეგვიპტეში მე-13 დღეა გრძელდება ანტისამთავრობო გამოსვლები, რომლის დროსაც დაიღუპა და დაშავდა ასეულობით მოქალაქე. ოპოზიციური „მუსილმთა საძმო“, რომელიც დიალოგის დაწყების პირობად პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკის გადადგომას ასახელებდა, - აცხადებს, რომ მზად არის შეხვედეს ვიცე-პრეზიდენტ ომარ სულეიმანს, რათა გააცნონ მას „ლეგიტიმური და სამართლიანი მოთხოვნები.“ კაიროს ტაჰრირის მოედანზე გრძელდება დემონსტრაცია, რომლის ორგანიზატორები და მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე მუბარაკი არ შეასრულებს მათ მოთხოვნას. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოთქვა რწმენა, რომ მუბარაკი კრიზისის მოსაგვარებლად „სწორ გადაწყვეტილებას“ მიიღებს.
XS
SM
MD
LG