Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დოკუ უმაროვი რუსეთს ახალი ტერაქტებით ემუქრება


რუსეთს კიდევ ერთი „სისხლიანი და ცრემლიანი“ წელიწადი ემქურება, თუკი არ დატოვებს ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიას, - ნათქვამია ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერის დოკუ უმაროვის ვიდეომიმართავში, რომელიც ისლამისტური „კავკაზცენტის“ საიტზეა გამოქვეყნებული. მიმართვაში არ არის ნახსნები მოსკოვის „დომოდედოვოს“ აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აფეთქება, რომელსაც 36 ადამიანი შეეწირა. 46 წლის დოკუ უმაროვი ესწრაფვის პანკავაკასიური დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნას, რომლის მართვაც ისლამური შარიათის კანონებზე იქნება დაფუძნებული. უმაროვის სარდლობით მოქმედმა მეამბოხეთა ჯგუფმა წარსულში მომხდარ არაერთ ტარქატზე აიღეს პასუხისმგებლობა.
XS
SM
MD
LG