Accessibility links

რადიო თავისუფლების ჟურნალისტთა ბედი უცნობია


ჯერჯერობით კვლავ უცნობია რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების ორი კორესპონდენტის ბედი, რომლებიც პატიმრობიდან გუშინ გაათავისუფლეს. ჩვენი რადიოსადგურის ინფორმაციით, ბრიტანეთის მოქალაქეები, რობერტ ტეიტი და აბდელილა ნუაიმი პოლიციის თანხლებით წაიყვანეს აეროპორტში, საიდანაც ისინი სამშობლოში უნდა გაფრენილიყვნენ. მათ ადგილსამყოფლის შესახებ სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. ჟურნალისტები პარაკევს დააკავეს, როგორც კი ჩავიდნენ კაიროში, რათა ანტისამთავრობო გამოსვლები გაეშუქებინათ. შაბათს დააკავეს და რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ კაიროს ბიუროს ხელმძღვანელი. ტელეარხის საქმიანობა გასულ კვირაში აკრძალა ეგვიპტის ხელისუფლებამ.
XS
SM
MD
LG