Accessibility links

logo-print

ეგვიპტის ოპოზიციამ ხელისუფლებასთან „პოზიტიური“ შეხვედრა გამართა


ეგვიპტის ოპოზიციური ჯგუფებმა პოზიტიური, მაგრამ უშედეგო უწოდეს ვიცე-პეზიდენტ ომარ სულეიმანთან გამართულ შეხვედრას. მოლაპარაკება მოჰყვა ცამეტდღიან საპროტესტო დემონსტრაციებს კაიროში, რომლის მონაწილეები პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკის გადაყენებას მოითხოვენ. ეგვიპტის ხელისუფლების თქმით, ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ შეიქმნას კომიტეტი მოსამართლეებისა და პოლიტიკოსებისაგან, რომლებიც შეიწავლიან და „მარტის პირველი კვირისათვის“ წარმოადგენენ წინადადებს რეფეორმების თაობაზე. მთავრობამ პირობა დადო, რომ არ დაისჯებიან მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში მონაწილეები, არ შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, თუმცა მოითხოვა, რომ მუბარაკი უნდა დარჩეს ხელისუფლებაში, რათა თვალი ადევნოს ცვლილებებს.
XS
SM
MD
LG