Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელებს ირანში ჯაშუშობისათვის ასამართლებენ


თეირანის სასამართლოს წინაშე, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა, დღეს წარსდგა სამი ამერიკელი. მათ ჯაშუშობისათვის ედებათ ბრალი იმის გამო, რომ 2009 წელს ირან-ერაყის საზღვრის მახლობლად მოგზაურობდნენ. ერთ-ერთი მათგანი, სარა შურდი, რომელიც გასულ წელს თავდებით გაათავისუფლეს, არ ესწრება სასამართლოს, რადგან შეერთებულ შტატებში იმყოფება. ადვოკატის თქმით ამერიკელი მოქალქეები ბრალდებას არ აღიარებენ და თავს უდანაშაულოდ თვლიან.
XS
SM
MD
LG