Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისში ყოფილი მმართველი პარტია აიკრძალა


ტუნისის შინაგან საქმეთა მინისტრმა აკრძალა დევნილი პრეზიდენტის, ზინე ალ აბიდენ ბენ ალის ყოფილი მმართველი პარტიის ყოველგვარი საქმიანობა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მინისტრი ფაჰრატ რაჯი პარტიის დაშლას ეწრაფვის. დროებითი მთავრობა ტუნისს ხელმძღვანელობს მას შემდეგ, რაც 14 იანვრის შემდეგ პრეზიდენტი ბენ ალი იძულებული იყო, გადამდგარიყო 23-წლიანი მმართველობის შემდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებამდე ბრბო თავს დაესხა და ცეცხლი წაუკიდა პოლიციის შენობას ქალაქ კეფში, სადაც მანამდე პოლიციამ სულ მცირე ორი დემონსტრანტი მოკლა.
XS
SM
MD
LG