Accessibility links

logo-print

200 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა


ძლიერი ქარიშხლისა და დიდთოვლობის შედეგად საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 200 ათასზე მეტი ადამიანი. კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, განსაკუთრებულად რთული მდგომარეობაა იმერეთში, სადაც 70 ათასი ადამიანია ელექტროენერგიის გარეშე. უამინდობის შედეგად დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები და ბოძები, რამაც განაპირობა ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა. კომპანიის განცხადებით ტექნიკური ბრიგადები სრული დატვირთვით მუშაობენ დაზიანების აღმოსაფხვრელად.
XS
SM
MD
LG