Accessibility links

მთავრობა თმობს, მაგრამ საპროტესტო გამოსვლები გრძელდება


ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები რჩებიან ტაჰრისის მოედანზე მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ დათმობებისთვის მზადყოფნა გამოაცხადა. დემონსტრანტების ნაწილი ღამითაც მოედანზე იყო. ისინი პრეზიდენტ მუბარაქის გადადგომას მოითხოვენ. მთავრობამ პირობა დადო, რომ მზად არის დათმობების, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმებისთვის, მაგრამ მუბარაკის მეთვალყურეობით. კვირას მთავრობა შეხვდა ზოგიერთ ოპოზიციურ ჯგუფს, მათ შორის აკრძალულ „მუსლიმთა საძმოს“. მოლაპარაკების შემდეგ, ოპოზიციამ გამოაცხადა, რომ დაპირებული ცვლილებები არ არის საკმარისი. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, მოჰამად ელ ბარადაიმ, რომელიც ამ შეხვედრას არ ესწრებოდა, თქვა, რომ მოლაპარაკების პროცესი არ იყო გამჭვირვალე. აშშ-ის პოეზიდენტმა, ტელეარხ „ფოქს ნიუსთან" საუბარში იმედი გამოათქვა, რომ "ეგვიპტე არ დაუბურუნდება წარსულს, იმაც, რაც უწინ იყო". სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა თქვა, რომ მუბარაკის წასვლის ვადები ეგვიპტელ ხალხზეა დამოკიდებული, მაგრამ მისი ნაადრევი გადადგომა საარჩევნო სირთულეებს გამოიწვევს.
XS
SM
MD
LG