Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანმა ირანიდან ელჩი გამოიწვია


ნიდერლანდმა ირანში თავისი ელჩი გამოიწვია საკონსულტაციოდ. საქმე ეხება ირანული წარმოშობის ნიდერლანდის მოქალაქე ქალს, რომელიც სიკვდილით დასაჯეს ირანში. ნიდერლანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, მან დაიბარა ირანის ელჩი ამ ქვეყანაში. ნიდერლანდმა დიპლომატიური ურთიერთობა შეაჩერა ირანთან მას მერე, რაც ზაჰრა ბაჰრამი, 45 წლის ქალი ორმაგი მოქალაქეობით, იანვარში ჩამოახრჩვეს ნარკოტიკის კონტრაბანდისთვის. მისი ოჯახი აცხადებს, რომ ბაჰრამს საქმე შეუთითხნეს და ის დააპატიმრებული იყო 2009 წელს ანტისამთავრობო დემონტრაციებში მონაწილეობის გამო.
XS
SM
MD
LG