Accessibility links

logo-print

თბილისში კომუნალურ გადასახადებს უკვე ახალი წესით გადაიხდიან


დღეიდან თბილისის მოსახლეობამ კომუნალური გადასახადები ერთიანი ადმინისტრირებით უნდა გადაიხადოს. ახალი წესით, თუ აბონენტს წყლისა და დასუფთავების მომსახურების დავალიანება აქვს, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. ერთიანი ადმინისტრირების წესი დღეს კვლავ გააპროტესტეს ლეიბორისტულმა პარტიამ და ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ. მათ საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ განიხილოს სარჩელი, რომელიც გადასახადების ერთიანი ადმინისტრირების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებას შეეხება.
XS
SM
MD
LG