Accessibility links

logo-print

ეუთო ეჭვქვეშ აყენებს უკრაინაში სიტყვის თავისუფლებას


ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყანამ, ლიტვამ ეჭვქვეშ დააყენა უკრაინის მთავრობის მცდელობა, გარანტირებული იყოს ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აუდრონიუს აზუბალისმა განაცხადა, რომ ამის შესახებ კიევში ვიზიტისას მან უკრაინის მთავრობას განუცხადა. მას არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რაზე ესაუბრა თავის უკრაინელ კოლეგას, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ მის წინადადებებს "სერიზულად და გულმოდგინედ შეისწავლიან". უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმ,ა კონსტანტინ ჰრიშჩენკომ, ერთობლივ პრესკონფრენეციაზე არ გაიზიარა თავისი ქვეყნის მიმართ გამოთქმული კრიმტიკა. ევროპის პარლამენტის პრეზიდენტმა, ეჟი ბუზეკმა განაცხადა ხუთშაბათს, რომ ადამიანის უფლებების და თავისუფალი მედიის დაცვის გაუარესება უკრაინაში შეშფოთების საფუძველს იძლევა.
XS
SM
MD
LG