Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი იაპონიის ნათქვამს კურილის კუნძულების შესახებ „არადიპლომატიურს“ უწოდებს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა არადიპლომატიური უწოდა იაპონიის ოფიციალური პირების განცხადებას კურილის კუნძულებზე რუსეთის ოფიციალურ პირთა სტუმრობის შესახებ. ლავროვმა ეს თქვა იაპონიის პრემიერ-მინისტრ ნაოტო კანის კომენტარის გამო, რომ რუსეთის პრეზიდენტის, მედვედევის ვიზიტი კუნძულებზე მიუტევებელი დარღვევა იყო. კურილის კუნძულების, მათ იაპონურად ჩრდილოეთის ტერიტორიები ჰქვია, სამხრეთი ნაწილი რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიკავა და თავისად გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG