Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ამერიკელი მოქალაქეების კიდევ ერთი პროცესი იმართება


ჯაშუშობისთვის და საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ირანში გასამართლებული სამი ამერიკელის კიდევ ერთი პროცესი მალევე გაიმართება, განაცხადა მათმა ადვოკატმა თეირანში. მასუდ შაფაის თქმით, ეჭვმიტანილებმა თავი დამნაშავედ არ სცნეს 6 თებერვლის სასამართლო სხდომაზე, რომელიც დახურული იყო. პროცესზე იყო ორი ბრალდებული, ჯოშ ფატალი და შეინ ბაუერი. მესამე, სარა შურდი გირაოს სანაცვლოდ ადრე გაათავისუფლეს და აშშ-ში იმყოფება. სამივეს ბრალად ედება საზღვრის გადაკვეთა უკანონოდ, რაზეც ისინი აცხადებენ, რომ ეს მათდაუნებურად ჩაიდინეს.
XS
SM
MD
LG