Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმაროვი: ”სპეცოპერაცია მოსკოვში ჩემი ბრძანებით განხორციელდა”


ინტერნეტსაიტ ”კავკაზ ცენტრზე” გამოქვეყნდა ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერ დოკუ უმაროვის ვიდეომიმართვა, სადაც ის აცხადებს, რომ პირადად მან გასცა ბრძანება მოსკოვის ”დომოდედოვოს” აეროპორტში თავდასხმის მოწყობის შესახებ და რომ მსგავსი ”შაჰიდური სპეცოპერაციები” მომავალშიც განხორციელდება. უმაროვის თქმით, ეს იყო კავკასიაში რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხი. დოკუ უმაროვი ამბობს, რომ კავკასიის მუსულმანები რუსეთის საოკუპაციო არმიას ალაჰის სახელით ებრძვიან იმისათვის, რომ დაიცვან ისლამი და ადამიანების ღირსეული ცხოვრების უფლება, გაათავისუფლონ კავკასიის მუსულმანთა მიწები და დაამყარონ სამართლიანობა.
XS
SM
MD
LG