Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონის სასამართლო განაგრძობს ასანჟის საქმის განხილვას


ლონდონის სასამართლომ, შესაძლოა, დღეს მიიღოს გადაწყვეტილება ”ვიკილიკსის” დამფუძნებელ ჯულიან ასანჟის შვედეთში ექსტრადიციის საქმეზე. სასამართლოს ორშაბათის სხდომაზე ასანჟის ადვოკატებმა მისი ექსტრადიციის საწინააღმდეგოდ არგუმენტები წარმოადგინეს და განაცხადეს, რომ შვედეთის სასამართლო, შეიძლება, უსამართლოდ მოექცეს ასანჟს. ადვოკატებმა გამოთქვეს შიში, რომ შვედეთი ასანჟს შეერთებულ შტატებს გადასცემს. მოელიან, რომ სასამართლო მოსმენა დღეს დასრულდება, თუმცა, მოსამართლეს შეუძლია გადადოს გადაწყვეტილების მიღება.
XS
SM
MD
LG