Accessibility links

”გარდიანის” ჟურნალისტი რუსეთში არ შეუშვეს


ბრიტანული ”გარდიანის” კორესპონდენტი ლუკ ჰარდინგი მოსკოვში აეროპორტიდან უკან - ლონდონში გაამგზავრეს. ის ლონდონში ორთვიანი მუშაობის შემდეგ მოსკოვში ჩაფრინდა. საპასპორტო კონტროლის სამსახურში მას პასპორტი ჩამოართვეს, უთხრეს, რომ ეკრძალება რუსეთში შესვლა. 45 წუთის შემდეგ ის ლონდონისკენ მიმავალი პირველივე რეისით გაამგზავრეს. პასპორტი მხოლოდ თვითმფრინავში დაუბრუნეს.
”გარდიანის” თანახმად, ჰარდინგის რუსეთიდან გაძევება უკავშირდება ”ვიკილიკსის” დოკუმენტების გამოქვეყნებას, რომელზეც ის მოსკოვში ჩასვლამდე მუშაობდა და რომლების მიხედვითაც, რუსეთი პუტინის დროს ნამდვილ მაფიოზურ სახელმწიფოდ გადაიქცა.
XS
SM
MD
LG