Accessibility links

logo-print

სინგაპურელი რეპორტიორი კონფლიქტის ზონაში მოგზაურობს


ჟურნალისტი ჯერემი ბოო

ჟურნალისტი ჯერემი ბოო

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა „ახალგაზრდობის საერთაშორისო წელთან“ დაკავშირებით, რომელიც შარშან მაისში დაიწყო, თავის კონკურსში, სახელწოდებით „ახალგაზრდა რეპორტიორი“, მსოფლიოს მასშტაბით ოთხი გამარჯვებული გამოავლინა. სინგაპურელი ჯერემი ბო კონკურსში გამარჯვებულ სამ თანატოლთაგან ერთ-ერთია, რომელმაც ლიბანში, სენეგალსა და ფილიპინებში წასვლას საქართველოში ჩამოსვლა არჩია. 22 წლის რეპორტიორმა რადიო თავისუფლებას ზუგდიდში უთხრა, რომ მისი მიზანია შეხვდეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თანატოლებს, უშუალოდ გაეცნოს მათ ცხოვრებას და იმ სიძნელეებს, რომელთა გადალახვაც ყოველდღიურად უწევთ.

ახალგაზრდა რეპორტიორ ჯერემი ბოს ფოტო და ბეჭდურ მასალებში არ იქნება მოთხრობილი ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ. ის ამბობს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკებში გადასვლას და იქ არსებული ვითარების აღწერას პროექტი არ ითვალისწინებს.
სინგაპურელი რეპორტიორი ჯერემი ბო სამეგრელოდან შიდა ქართლში გაემგზავრება. კონფლიქტის ზონაში შეგროვილ მასალებს ის სინგაპურის მთავარ გამოცემებში გამოაქვეყნებს და მათი მეშვეობით უამბობს თანამოქალაქეებს, თუ როგორ ცხოვრობს შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ ხალხი.
XS
SM
MD
LG