Accessibility links

logo-print

უმაროვმა პასუხისმგებლობა იკისრა დომოდედოვოს ტერაქტისთვის


ჩეჩენ ისლამისტ მეამბოხეთა ლიდერმა დოკუ უმაროვმა დღეს განაცხადა, რომ მან უბრძანა თვითმკვლელ მოიერიშეს მოსკოვის ხალხმრავალი დომოდედოვოს აეროპორტის აფეთქება, რომლის შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა. „ეს სპეცოპერაცია ჩემი ბრძანებით ჩატარდა. ღვთის ნებით, ასეთი სპეცოპერაციები შემდგომშიც ჩატარდება.“ ისლამისტურ ვებსაიტ "კავკაზცენტრზე" გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში, უმაროვი ამბობს, რომ მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი თავდასხმები, რომლებიც მიზნად ისახავს შარიათის კანონებზე დაფუძნებული მუსლიმანური სახელმწიფო შექმნას ჩეჩნეთის, დაღესტნისა და რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის მიმდებარე ტერიტორიებზე. ვიდეომიმართავში, რომელიც, სავარაუადოდ, 24 იანვარს მოსკოვის ტერაქტის დღეს უნდა იყოს გაკეთებული, უმაროვს საველე ფორმა აცვია და მშვიდად და ხმადაბლა ლაპარაკობს.
XS
SM
MD
LG