Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წამება გავრცელებული პრაქტიკაა ერაყის ციხეებში


აღიარების მოსაპოვებლად ერაყის უშიშიშროების ძალები მიმართავენ წამებასა და ძალადობას იზოლატორში გამოწყვდეული ეჭვმიტანილების მიმართ. ამნესტი ინტერნეიშენალის ახალი ანგარიშის თანახმად, 2004 წლიდან მოყოლებული წამების შედეგად ათეულობით პატიმარი გარდაიცვალა. საერთაშორისო ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ წამებით მოპოვებული აღიარებების საფუძველზე ერაყის სისხლის სამართლის სასამართლოს ხშირად გამოაქვს განსასჯელების გამამტყუნებელი განაჩენი. ამნესტი ინტერნეიშენალის ანგარიშში ნათქვამია, რომ ერაყის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები ფლობენ საიდუმლო აღკვეთის ობიექტებს, რასაც ერაყის მთავრობა კატეგორიულად უარყოფს.
XS
SM
MD
LG