Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოს ჯარისკაცი დაიღუპა


ავღანეთში განლაგებული ნატოს მისიის ინფორმაციით ერთი ნატოელი ჯარისკაცი დაიღუპა თვითნაკეთ ბომბზე აფეთქების შედეგად ქვეყნის სამხრეთში. კოლიციის სარდლობა არ აზუსტებს, თუ ქვეყნის რომელ რაიონში მოხდა აფეთქება. უცნობია დაღუპული ეროვნებაც. გუშინ ავღანეთის სამხრეთში, ქალაქ ყანდაარში აფეთქება მოაწყო არასრულწლოვანმა თვითმკვლელმა. ოფიციალური ცნობით, დახოცილებს შორის არიან ამერიკელი სამხედროები და ავღანელები. თებერვალში კოალიციამ შვიდი ჯარისკაცია დაკარგა, წლის დასაწყისიდან კი მსხვერპლის აროდენობა 38 -ს შეადგენს. გასულ წელი ავღანეთში მყოფი კოალიციური ძალებისათვის ყველაზე სისხლიანი იყო - მემომბოხეებმა 700 ჯარისკაცი მოკლეს. მათ შორის ავღანეთში დაეცა ხუთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე.
XS
SM
MD
LG