Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”თავისუფალი საქართველო” "იმედს" პროკურატურაში უჩივის


პოლიტიკური მოძრაობა ”თავისუფალი საქართველო” ტელეკომპანია "იმედს" პროკურატურაში უჩივის 7 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომლის თანახმად, მოძრაობის ლიდერს კახა კუკავას ინტერპოლის მიერ ძებნილი იგორ გიორგაძე აფინანსებს. "თავისუფალი საქართველო" პროკურატურისგან ითხოვს იმის გამოძიებას, აქვს თუ არა კახა კუკავას რაიმე კავშირი ტერორიზმში ბრალდებულ იგორ გიორგაძესთან. გარდა ამისა, "თავისუფალი საქართველო" ტელეკომპანიისთვის სანქციების დაწესებას და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ”იმედისთვის” აკრედიტაციის შეჩერებას ითხოვს.
XS
SM
MD
LG