Accessibility links

logo-print

ავღანეთში ქართული კონტინგენტის გაზრდის შესახებ მოლაპარაკება მიმდინარეობს


ავღანეთში ქართული კონტინგენტის გაფართოების მიზნით მოლაპარაკება ნატოსთან და პარტნიორ ქვეყნებთან მიმდინარეობს - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა. მანანა მანჯგალაძის განმარტებით, მოლაპარაკების შედეგად გაირკვევა, თუ რა ფორმით მოხდება გაფართოება და რა სახით ჩაერთვება საქართველო ამ პროგრამაში. ავღანეთში დამატებითი კონტინგენტის გაგზავნის განზრახვა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასული კვირის ბოლოს დაადასტურა მიუნხენის კონფერენციაზე გამოსვლისას.
XS
SM
MD
LG