Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში ცნობილ უფლებათდამცველს ასამართლებენ


ყირგიზეთის უზენაეს სასამართლოში განახლდა მოსმენა საქმისა, რომელიც გასულ წელს ყირგიზეთის სამხრეთში ეთნიკური ძალდობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობას ეხება. სასამართლოს სააპელაციო სარჩელით მიმართა ცნობილმა ადამიანის უფლებათდამცველმა აზიმჟან ასკაროვმა და კიდევ შვიდმა უზბეკმა, რომლებსაც გასული წლის ივნისში მომხდარი შეტაკებების დროს პოლიციის ოფიცრის მკვლელობაში ედებათ ბრალი. ასკაროვსა და კიდევ ოთხ პირს პირველი ინსტანციის სასამართლომ უვადო პატიმრობა უკვე მიუსაჯა, რაც უფლებათდამცველმა ჯგუფებმა გააკრიტიკეს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. გასულ თვეში შეერთებული შტატების საელჩომ ბიშკეკში განაცხადა, რომ მას აშფოთებს საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს პატიოსნების საკითხი. გადაწყვეტილებას სასამრთლო დღესვე გამოიტანს.
XS
SM
MD
LG