Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ რამსფელდმა მემუარები გამოსცა


შეერთებული შტატების ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა გამოსცა მემუარების წიგნი, რომელშიც „აღიარებს შეცდომებს“, მაგრამ იცავს გადაწყვეტილებას ერაყსა და ავღანეთში საომარი მოქმედების დაწყების თაობაზე. დაზვრევის ინფორმაცია, რომ სადამ ჰუსეინს ხელთ ჰქონდა მასობრივი განადგურებსი იარაღი, რის გამოც მართლდებოდა ერაყში შეჭრა 2003 წელს, - მცდარი იყო, წერს რამსფელდის მემუარულ წიგნში სახელწოდებით „ნაცნობი და უცნობი“ . თუმცა, ყოფილი თავდაცვის მინისტრი იცავს მის გადაწყვეტილების ერყაში ომის დაწყების თაობაზე. დონალდ რამსფელდი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში 2001-2006 წლებში თავდაცვის მინისტრის პოსტზე იმყოფებოდა. რასმფელდი საქართველოში იყოფებოდა 2002 წლის დეკემბერში და ხელი მოაწერა ქართულ-ამერიკული „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას“, რომლის ფარგლებშიც ამერიკელმა სამხედრო ინსტრუქტორებმა ორი წლის განმავლობაში საქართველოში 2000-მდე პროფესიონალი სამხედრო მოამზადეს.
XS
SM
MD
LG