Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამნესტი ინტერნეიშენალი: ერაყში წამება გავრცელებული პრაქტიკაა


საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, ამნესტი ინტერნეიშენალის თანახმად, ერაყის უშიშროების ძალები ხშირად მიმართავენ წამებას და სხვა სახის უხეშ მოპყრობას იმ დაკავებული პირების მიმართ, რომლებსაც გარე სამყაროსთან დაკავშირების საშუალება არ აქვთ. ახალ ანგარიშში ლონდონში განთავსებული ორგანიზაცია ამბობს, რომ ამგვარი ვითარების შედეგად 2004 წლის შემდეგ ათობით პატიმარი დაიღუპა. ამნესტი ინტერნეიშენალი წერს, რომ ერაყის ცენტრალურ სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენი ხშირად გამოაქვს ისეთი ჩვენებების საფუძველზე, რომლებიც აშკარად წამების შედეგად იქნა მიცემული. ამნესტი ასევე აღნიშნავს, რომ ერაყის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები საიდუმლო ციხეებს ამუშავებენ. ერაყის მთავრობა ამგვარი ციხეების არსებობას უარყოფს.
XS
SM
MD
LG