Accessibility links

logo-print

კაიროში კვლავ ასი ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა


კაიროს ცენტრში, ტაჰრირის მოედანზე კვლავ შეიკრიბა ასი ათასობით დემონსტრანტი, პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის დაუყოვნებელი გადადგომის მოთხოვნით. დღევანდელი აქციით საპროტესტო დემონსტრაციების მესამე კვირა დაიწყო. დემონსტრანტები კვლავ აქციების გაგრძელების მოწოდებით გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ პარასკევს დაგეგმილი მასობრივი დემონსტრაციით ეცდებიან მუბარაკის 30-წლიანი მმართველობის დასრულებას. მუბარაკი აცხადებს, რომ სექტემბერში გადადგება - მიმდინარე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ. ვიცე-პრეზიდენტ ომარ სულეიმანის თქმით, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემისთვის მთავრობას დროში გაწერილი კონკრეტული გეგმა აქვს.
XS
SM
MD
LG