Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ეგვიპტეს რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს


აშშ-მა მოუწოდა ეგვიპტეს, გააუქმოს საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონები, რომლებიც უშიშროების ძალებს უფლებებს უფართოებს. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა სამშაბათს სატელეფონო საუბარი გამართა ეგვიპტის ვიცე-პრეზიდენტ ომარ სულეიმანთან. 25 იანვარს პრეზიდენტ მუბარაქის გადადგომის მოთხოვნით დაწყებული გამოსვლების შემდეგ კაიროს ცენტრალურ მოედანზე მასობრივი დემონსტრაციები გრძელდება. ბაიდჟნმა სულეიმანს უთხრა, რომ პოლიციამ უნდა შეწყვიტოს ჟურნალისტების და აქტივისტების ცემა და დაპატიმრება და მოუწოდა ოპოზიზიციასთან უფრო ფართო დიალოგისკენ. სულეიმანმა სამშაბათს განაცხადა, რომ საპროტესტო გამოსვლები დიდხანს ვერ გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG