Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილანის პროკურატურა სილვიო ბერლუსკონის წინააღმდეგ გამოდის


იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაუყოვნებლივ დასმის შუამდგომლობით მილანის პროკურატურამ სასამართლოს ოფიციალურად მიმართა. 74 წლის ბერლუსკონის არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირსა და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. თავად იტალიის პრემიერ-მინისტრი ბრალდებას უარყოფს და თავს მიიჩნევს პოლიტიკური ოპონენტების მიერ ორგანიზებული ცილისმწამებლური კამპანიის მსხვერპლად. მილანის პროკურატურის შუამდგომლობას სასამართლო პასუხს რამდენიმე დღეში გასცემს.
XS
SM
MD
LG