Accessibility links

logo-print

”მისტრალის” კლასის ვერტმფრენმზიდებს რუსეთი 2020 წლამდე ვერ ააშენებს


”მისტრალის” კლასის უნივერსალურ ვერტმრენმზიდებს რუსეთი 2020 წლამდე დამოუკიდებლად ვერ ააშენებს - ამის შესახებ დღეს სააგენტო ინტერფაქსს განუცხადა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარი შტაბის მაღალჩინოსანმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. მისი განმარტებით, 2020 წლამდე გათვლილი შეიარაღების სახელმწიფო პროგრამით, თანხა გათვალისწინებულია საფრანგეთისგან ”მისტრალის” კლასის 2 გემის შესაძენად და არ არის დაგეგმილი ვერტმფრენმზიდების რუსეთში აშენება. ამავე წყაროს ცნობით, საფრანგეთთან არსებული შეთანხმება მისგან გემების გარდა, მშენებლობის ლიცენზიის შეძენასაც ითვალისწინებს, თუმცა, თავად რუსეთში ”მისტრალის” მშენებლობა საკმაოდ შორეული პერსპექტივაა.
XS
SM
MD
LG