Accessibility links

logo-print

რუსეთში დააკავეს აფეთქებაში ეჭვმიტანილთა ნათესავები


რუსეთის მედიის ცნობით, დააკავეს მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილი პირის ძმა და და. ამ აფეთქებას 36 ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთის პოლიციამ დაადგინა, რომ თვითმკვლელურ თავდამსხმაში მთავარი ეჭვმიტანილი 20 წლის მაგომედ იევლოევია, რუსეთის ინგუშეთის რესპუბლიკის ბინადარი. ცნობით, ხელისუფლებამ დააკავა იევლოევის 16 წლის ძმა და 22 წლის და ეჭვის გამო, რომ კავშირში არიან აფეთქებასთან. დააპატიმრეს მესამე ეჭვმიტანილიც, 23 წლის უმარ აუშევი. ჩეჩენ ისლამისტ მეამბოხეთა ლიდერმა, დოკუ უმაროვმა თავის თავზე აიღო დომოდედოვოს აფეთქების ორგანიზება.
XS
SM
MD
LG