Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ოპოზიცია ეგვიპტის მიმართ სოლიდარობის დემონსტრაციას მოაწყობს


ირანის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ირანის ოპოზიციის ლიდერების სურვილი, არაბულ ქვეყნებში ანტისამთავრობო გამოსვლების მიმართ სოლიდარობის დემონსტრაცია მოაწყონ, პოლიტიკური სურვილია, რომელიც ირანელებს ორ ნაწილად გაყოფს. ღოლამ ჰოსეინ მოჰსენს ეს განცხადება ილმას სააგენტომ გაავრცელა. ოპოზიციის ლიდერებმა, მირ ჰოსეინ მუსაუიმ და მეჰდი ქერუბიმ მთავრობას 14 თებერვლისთვის სთხოვეს დემონსტრაციის ნებართვა. ირანის მთავრობის თქმით, თუკი ოპოზიციას არაბი მეამბოხეების მხარდაჭერა სურს, უნდა ჩაერთოს 11 თებერვლის მსვლელობაში, როცა ირანის 1979 წლის ისლამური რევოლუციის წლისთავი აღინიშნება.
XS
SM
MD
LG