Accessibility links

logo-print

რუსეთმა უშიშროების საბჭოს თხოვნით მიმართა


რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა თხოვნით, მიავლინოს ახლო აღმოსავლეთში მისია, რათა შეფასდეს ეგვიპტესა და რეგიონის სხვა ქვეყნებში ვითარება. გაეროში რუსეთის ელჩმა, ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ წარმომადგენლები უნდა გაიგზავნოს ისრაელში, პალესტინელთა ტერიტორიაზე, სირიაში, ეგვიპტეში და ლიბანში. მისივე თქმით, უშიშროების საბჭოს მისიამ ვითარების სტაბილიზებას უნდა შეუწყოს ხელი და დაეხმაროს ისრაელის და პალესტინელების მოლაპარაკების განახლებას.
XS
SM
MD
LG