Accessibility links

logo-print

რუდ გულიტი გროზნოში ჩავიდა


ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ჩავიდა ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურეთლი რუდ გულიტი, რომელიც გროზნოს საფეხბურთო კლუბ "ტერეკის" მწვრთნელი იქნება. „ტერეკის“ ასობით გულშემატკივარი დახვდა მსოფლიოს ორგზის საუკეთესო ფეხბურთელს. 48 წლის გულიტი ჩეჩნეთის ადგილობრივი მმართველის, რამზან კადიროვის პირადი თხოვნით დათანხმდა გუნდის მწვრთნელობას. მისმა გადაწყვეტილებამ, ჩეჩნეთში უსაფრთხოების ვითარების გამო, შოკი მოჰგვარა არაერთ მიმომხილველს. ბოლო ორი დღის მანძილზე გროზნოში ოთხი მცირე აფეთქება მოხდა, რასაც რუსეთის სამხედრობის დაშავება მოჰყვა.
XS
SM
MD
LG