Accessibility links

ეგვიპტეში საპროტესტო აქციები ფართოვდება


ეგვიპტეში გრძელდება საპროტესტო აქციები. კაიროში, ტაჰრირის მოედანი ზედიზედ მე-16 დღე გაივსო დემონსტრანტებით. მათ დაბლოკილი ჰქონდათ პარლამენტში შესასვლელი. შენობას იცავდნენ ჯარისკაცები, ჯავშანტრანსპორტიორების დახმარებით. საპროტესტო აქციამ მშვიდობიანად ჩააიარა. ეგვიპტის პარლამენტში წამყვან როლს ასრულებს პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. იუწყებიან ასევე, რომ სამხრეთში მდებარე ქალაქ ელ-ხარგაში სამი ადამიანი დაიღუპა და 100 დაიჭრა დემონსტრანტებსა და საგანგებო დანიშნულების ძალებს შორის შეტაკებების შედეგად. სუეცის არხთან კი ათასობით ადამიანი გაიფიცა უკეთესი ხელფასების მოთხოვნით. ეგვიპტის უდიდესმა და ყველაზე გავლენიანმა ოპოზიციურმა ჯგუფმა, "მუსლიმთა საძმომ" გამოაცხადა, რომ არ იტყვის უარს მუბარაქის დაუყოვნებლივ გადადგომის მოთხოვნაზე. ამასთან, "მუსლიმთა საძმო" ირწმუნება, რომ არ ისახავს მიზნად ხელისუფლების სათავეში მოქცევას.
XS
SM
MD
LG