Accessibility links

logo-print

ავღანეთში აფეთქების შედეგად რაიონის გუბერნატორიც დაიღუპა


ავღანეთიდან გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთში მდებარე კუნდუზის პროვინციის ერთ-ერთ, ჩარდარაჰის რაიონში მოწყობილი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რაიონის გუბერნატორი, აბდულ ვაჰიდ ომარხაილი. აფეთქება მოაწყო თვითმკვლელმა თავდამსხმელმა, რომელმაც ადმინისტრაციის შენობაში შესვლა შეძლო, როგორც სამუშაოს მაძიებელმა. დაიჭრა ხუთი ადამიანი.
XS
SM
MD
LG