Accessibility links

logo-print

იაპონია აკრიტიკებს რუსეთის პოზიციას კურილის კუნძულებთან მიმართებით


იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სეიჯი მაეჰარამ დღეს განაცხადა, რომ რუსეთს არა აქვს კანონიერი უფლება, დაკავებული ჰქონდეს კურილის სადავო კუნძულები. მაეჰარას თქმით, იმისდა მიუხედავად, რუსეთი კუნძულებზე პოლიტიკურ ლიდერებს გააგზავნის თუ თავდაცვას გააძლიერებს, მას, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არა აქვს უფლება, ოკუპირებული ჰქონდეს ეს ტერიტორია. ტერიტორია, რომელსაც რუსეთი სამხრეთ კურილის კუნძულებს უწოდებს, მეორე მსოფლიო ომის ბოლოს დაიპყრეს საბჭოთა ჯარებმა. ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა კუნძულებს „რუსეთის განუყოფელი ნაწილი“ უწოდა და განაცხადა, რომ მოსკოვი მეტ შეიარაღებას განათავსებს ამ ტერიტორიის უკეთ დასაცავად. მაეჰარა დღესვე მიემგზავრება მოსკოვში ოთხდღიანი ვიზიტით, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მოსალაპარაკებლად. მოსალოდნელია, რომ ის შეშფოთებას გამოთქვამს კუნძულების გარშემო ბოლოდროინდელი დაძაბულობის გამო.
XS
SM
MD
LG