Accessibility links

logo-print

დნესტრისპირეთში პატიმრობა მიუსაჯეს მოლდაველ მამაკაცს


მოლდავეთის სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონში სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა ჯაშუშობაში ბრალდებულ მოლდაველ მამაკაცს, ილიე კაზაკს. უფლებადამცავ ორგანიზაცია „პრომო ლექსის“ წარმომადგენელმა, იონ მანოლემ რადიო თავისუფლების მოლდავურ სამსახურს უთხრა, რომ კაზაკს 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს პროცესზე, რომელიც, მანოლეს შეფასებით, „სრულიად მოკლებული იყო გამჭვირვალობას“. კაზაკი შარშან დააკავეს დნესტრისპირეთის უშიშროების ძალებმა. საქმე ეხება მეორე ასეთ შემთხვევას სეპატაისტულ რეგიონში. დეკემბერში 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს დამოუკიდებელ ჟურნალისტ ერნესტ ვარდანეანს. მოლდავეთის მთავრობამ, რომელიც ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს, არაერთხელ მოითხოვა მათი გათავისუფლება.
XS
SM
MD
LG