Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში საპროტესტო აქციები გრძელდება


კაიროში კვლავ ათასობით დემონსტრანტი მონაწილეობს აქციაში ტაჰრირის მოედანზე, ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომისა და პოლიტიკური რეფორმების მოთხოვნით. დღეს საპროტესტო აქციების მე-17 დღეა. გუშინ ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ აბულ ღეიტმა ამერიკულ ტელევიზიასთან ინტერვიუში ვაშინგტონი დაადანაშაულა მცდელობაში, რომ ეგვიპტის თავისი ნება მოახვიოს დაუყოვნებლივი რეფორმების მოთხოვნით.
თეთრი სახლის პრესმდივან, რობერტ გიბსის განცხადებით, ვაშინგტონი მოელის „რეალურ კონკრეტულ“ ნაბიჯებს ჰოსნი მუბარაქის ხელიდან ძალაუფლების სხვა ძალებისთვის გადასაბარებლად.
XS
SM
MD
LG