Accessibility links

logo-print

ინდოეთი და პაკისტანი ოფიციალურ მოლაპარაკებას განაახლებენ


ინდოეთი და პაკისტანი შეთანხმდნენ ოფიციალური დიალოგის განახლებაზე ორ წელიწადზე მეტ ხანში მას შემდეგ, რაც მოლაპარაკება ინდოეთმა შეწყვიტა ბომბეიში 2008 წლის ტერაქტების გამო. მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილების შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც დღეს ერთდროულად გაავრცელეს დელიმ და ისლამაბადმა. განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ დღის წესრიგში იდგება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ჰუმანიტარული საკითხები, მშვიდობა და უსაფრთხოება, ტერიტორიული დავის გამომწვევი ქაშმირის რეგიონი და სხვა სასაზღვრო საკითხები. ინდოეთი პაკისტანში მყოფ ექსტრემისტებს ადანაშაულებს ბომბეიში 2008 წელს მოწყობილ თავდასხმაში, რომელმაც 166 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აქამდე დელი უარს ამბობდა დიალოგის განახლებაზე, ექსტრემიზმთან ბრძოლაში ისლამაბადის გააქტიურების მოთხოვნით. მაგრამ ორივე ქვეყანაზე ზეწოლას ახდენს შეერთებული შტატები, რომელიც შიშობს, რომ ინდოეთ-პაკისტანის უთანხმოება ართულებს სამშვიდობო ძალისხმევას ავღანეთში.
XS
SM
MD
LG